Thumbnail

12 ნოემბერს "დინამო არენაზე" ევრო 2020-ის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს მასპინძლობს. ორი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მატჩს საერთაშორისო მედიაც ეხმაურება.

SportsMole საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩის წინათქმაში საკუთარ პროგნოზსაც გვთავაზობს: "ქართველები 5 მატჩია არ დამარცხებულან, მაკედონიელები - 6, ამ მატჩებში ორი ფრეა, რომლებიც მათ ერთმანეთში ითამაშეს, მაგრამ ახლა ფინალია და გამარჯვებულის ვინაობა უნდა გაირკვეს, ვინ წავა ევრო 2020-ზე". 

SportsMole-ის პროგნოზი ასეთია: "ხუთი მატჩია, რაც მაკედონიელები აუცილებლად უშვებენ გოლს, მაშინ, როცა საქართველომ ბოლო ხუთ მატჩში ორჯერ კარი მშრალად შეინახა. ეს ფაქტორი ამ ორ ნაკრებს შორის გადამწყვეტი შესაძლოა აღმოჩნდეს - საქართველო ამტკიცებს, რომ მას შეუძლია დაწინაურება და ლიდერობის შენარჩუნება. ჩვენი პროგნოზია 1:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ". 

აზიური Kabar Bola-ც საქართველოს ნაკრებს ანიჭებს უპირატესობას. ანგარიში - 2:1. footballpredictions.com გულშემატკივრებს აძლევს პროგნოზის გაკეთების საშუალებას. საიტის სტუმართა 47%-ს მიაჩნია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები გაიმარჯვებს, საქართველოს გამარჯვებას 42% წინასწარმეტყველებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები