Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტუნისის ღია პირველობის მეოთხედფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:5, 6:4 ალექსეი პოპირინი
  • ბასილაშვილი ტუნისში მე-2 ნომრად არის განთესილი

ტუნისის ღია პირველობაზე კვლავ იმარჯვა საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (80). მან ორ სეტში დაამარცხა "უაილდ ქარდით" მიწვეული 18 წლის ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი (423) - 7:5, 6:4. 

შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა, პირველ სეტში თავიდან ავსტრალიელი 4:2 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ ქართველმა მეტოქეს ორჯერ აართვა მოწოდება.

მეორე სეტი ბასილაშვილმა ენერგიულად დაიწყო, იგებდა 4:0-ს, შემდეგ 5:1-ს, საბოლოოდ კი მაინც დაძაბული ორთაბრძოლა წარიმართა, თუმცა სეტისა და მატჩის მოგება მან მაინც შეძლო. 

მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე არგენტინელი გვიდო ანდრეოცია (161).

26 წლის ჩოგბურთელს ბასილაშვილი 2016 წელს შეხვდა ამერიკულ სარასოტაში, არგენტინელი მაშინ 4:1 დაწინაურდა, ბასილაშვილმა კი ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. 

ბასილაშვილისა და ანდრეოცის მეოთხედფინალური დაპირისპირება 20 აპრილს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ეს ჩელენჯერის სერიის ტურნირია, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-2 ნომრად არის განთესილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები