Thumbnail

ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალის წინ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ნახევარმცველმა ელიფ ელმასმა კომენტარი გააკეთა. ნაპოლის ფეხბურთელის განცხადებით, ისინი მთელი ქვეყნისთვის ითამაშებენ და ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"რთული თამაში იქნება, ფსონები მაღალია, მაგრამ ამისთვის ვემზადებოდით და მაქსიმალურად ვეცდებით, ერთმანეთს წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ. მთელი 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაცია და ენერგია გვჭირდება. საქართველოც მიზნად ისახავს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას, მაგრამ საქმე ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მოედანზე ყველაფერი ჩვენზე იყოს დამოკიდებული. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ეს დიდი მატჩია და ჩვენ ვითამაშებთ არა მარტო საკუთარი თავისთვის და გუნდისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. იმედი მაქვს, წარმატებას მივაღწევთ და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ", - თქვა ელმასმა.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები