Thumbnail
  • ლივერპულის 29 წლის მცველს ჯვარედინ მყესებზე ოპერაცია აქვს გაკეთებული
  • ვან დაიკის მდგომარეობა მისმა თანაგუნდელმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა აღწერა 

ლივერპულის ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა, კლუბსა და ნაკრებში თავის თანაგუნდელზე, ვირჯილ ვან დაიკზე ისაუბრა, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო. 

ევერტონი-ლივერპულის (2:2) შეხვედრაში მასპინძელთა მეკარე ჯორდან პიკფორდი ვან დაიკს ფეხებში უხეშად შეუვარდა. შედეგად, ნიდერლანდელ ფეხბურთელს მუხლის ჯვარედინი მყესები დაუზიანდა და ოპერაცია დასჭირდა.

"ის დაბრუნდება. ეს რთული პერიოდია მისთვის. ეს ყველაზე ცუდი რამ არის, რაც ფეხბურთელს შეიძლება დაემართოს. ის ჯოჯოხეთს გადის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერია. დროგამოშვებით ვეხმიანებით ხოლმე ერთამენთს და ეს ძალიან სასიამოვნოა", - აქვეყნებს ვეინალდუმის სიტყვებს ნიდერლანდური მედია. 

ვეინალდუმი და ვან დაიკი კლუბშიც და ნაკრებშიც ერთად არიან

ვირჯილ ვან დაიკს ოპერაცია ოქტომბრის მიწურულს, ლონდონში ჩაუტარდა. ლივერპულს 29 წლის მცველის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო ვადის შესახებ არ გამოუცხადებია, თუმცა გავრცელებული ინფორმავიით, ვირჯილს 7-8 თვე გაუცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები