Thumbnail

მძიმე დიაგნოზი - ბარსელონა ანსუ ფატის გარეშე გაზაფხულამდე დარჩა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 18 წლის ესპანელმა შემტევმა ტრავმა ბეტისთან მატჩში მიიღო
  • ანსუ ფატი მოედანზე 4 თვის განმავლობაში ვერ გავა

ბარსელონას ფეხბურთელი ანსუ ფატი 2021 წლის გაზაფხულამდე ვერ ითამაშებს. 18 წლის შემტევმა ბეტისთან შეხვედრაში იოგები გაიწყვიტა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ სარეაბილიტაციო პერიოდი დიდ ხანს გასტანს.

ფატი მოედანზე 4 თვის განმავლობაში ვერ გავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელი თამაშს სავარაუდოდ, მხოლოდ მარტის მეორე ნახევარში მოახერხებს.

მიმდინარე სეზონი ანსუ ფატიმ შესანიშნავად დაიწყო და ბარსელონას მაისურით ჩატარებულ 10 მატჩში 5 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის შესრულება შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები