Thumbnail

COVID-19 მაკედონიის ნაკრებში - ანგელოვსკის გუნდს მეკარე გამოაკლდა

  • 📅 12 ნოემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V ჩრდ. მაკედონია | 📺 პირველი არხი
  • ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრები თბილისში დანაკლისით მოდის

საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიას დანაკლისი აქვს. გუნდის სათადარიგო მეკარე დანიელ ბოჟინოვსკიმ კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო და თბილისში ვეღარ გამოემგზავრება.

სკოპიეში, ნაკრების შეკრებაზე გამოცხადებულმა 31 წლის გოლკიპერმა, რომელიც მაკედონიური სილეკსის ღირსებას იცავს, ინფექციაზე დადებითი პასუხი კვირას მიიღო და სასტუმრო ისე დატოვა, ეროვნული გუნდის სხვა წევრებთან, მოთამაშეებთან და პერსონალთან კონტაქტი არ ჰქონია. 

დანიელ ბოჟინოვსკი ნაკრებს თბილისში ვერ დაეხმარება

"სამწუხაროდ, კორონავირუსი დამიდასტურდა და მომიწევს გარკვეული პერიოდის კარანტინში გატარება. სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ იძულებული ვარ, თანაგუნდელებისგან იზოლირებული ვიყო. ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში. თქვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიქნები", - აქვეყნებს მეკარის ნათქვამს მაკედონიური მედია

რდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგო ანგელოვსკი საქართველოსთან მატჩისთვის დანიელ ბოჟინოვსკის სხვა მეკარით შეცვლას არ აპირებს. გუნდის ძირითადი მეკარე რაიო ვალეკანოს 26 წლის გოლკიპერი სტოლე დიმიტრიევსკია. 

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები