Thumbnail
  • ვალენტინო ლაცაროს გოლი უიქენდის ერთ-ერთი ჰაილაითი იყო
  • მწვრთნელ მარკო როზეს ეს თავიდან ავტოგოლი ეგონა

ასეთ სადებიუტო გოლზე ალბათ ყველა ოცნებობს. მსგავსზე მაინც! მატჩის შემდეგ ვალენტინო ლაცაროს ზლატან იბრაჰიმოვიჩს ადარებდნენ და იმაზეც საუბრობდნენ, რომ იქნებ ეს ბუნდესლიგის ყველა დროის ერთ-ერთი ულამაზესი გოლიც იყო. თავად მიონხენგლადბახის ბორუსიას ავსტრიელი თავდამსხმელი კი თავმდაბალი გამოდგა.

“მართალია, გოლის დროს ასე არ იყო, მაგრამ მიწაზე ორივე ფეხით ვდგავარ,” - განაცხადა გლადბახის ახალწვეულმა ლევერკუზენთან მატჩის (3:4) შემდეგ, რომელშიც 94-ე წუთზე სასწაული გოლი გაიტანა. გოლი, რომელიც მაშინვე ინტერნეტ-ჰიტი გახდა, - “უბრალოდ საჯარიმოში ჩემს გზას ვეძებდი, პატრიკ ჰერმანის ჩაწოდება მზადდებოდა. მერე დავინახე, რომ ბურთი ოდნავ უკან მოდიოდა, გინტერი წინ იდგა და თავით უნდოდა დაერტყა, მე კი დავუყვირე, დაანებე-მეთქი. არ ვიცი, გაიგონა თუ არა.”

24 წლის ფორვარდი ამბობს, რომ ზუსტად ისე სურდა დარტყმა, როგორც დაარტყა: “ცხადია, ეს ხშირად არ გამოგივა, მაგრამ როცა შანსი გაქვს, სწორედ ასე უნდა დაარტყა.” - დასძინა ლაცარომ.

გლადბახის მთავარი მწვრთნელის, მარკო როზეს თქმით, მას ეს თავიდან ავტოგოლი ეგონა: “ზუსტად ვერ დავინახე და ვიფიქრე, რომ ავტოგოლი იყო. მერე გასახდელში ვნახე და მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, უნდა ვთქვა: ფეხბურთი მიყვარს და ეს გოლი გამიხარდა.”

კომენტარები

ბოლო ამბები