- 📅 12 ნოემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V ჩრდ. მაკედონია | 📺 პირველი არხი
- ანორთოსისის თავდამსხმელმა სანაკრებო პაუზის წინ მცირე ტრავმა მიიღო
- თბილისში ქეცბაიაც მოდის - თემური ნაკრების ფეხბურთელებს გამოჰყვა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფამაგუსტას ანორთოსისის თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც მისმა გუნდმა აეკ-თან მოიგო (1:0), ტრავმის გამო გამოტოვა.
კვიპროსული მედიის ცნობით, 27 წლის ქართველმა ფორვარდმა დაზიანება 4 ნოემბერს, კვიპროსის თასზე გამართულ შეხვედრაში მიიღო, რომელშიც ანორთოსისმა პაფოსი დაამარცხა (1:0). გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ აღარ გარისკა და ოთხი დღის შემდეგ, ლარნაკას აეკ-თან მატჩში ქვილითაია სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

უნდა ითქვას, რომ ამით ქეცბაიამ ვლადიმირ ვაისის გუნდს დიდი სამსახური გაუწია - მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში საქართველოს ნაკრები ისტორიული შანსისთვის ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება და მომავალი მატჩისთვის გიორგი ქვილითაიას მწყობრში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.
გიორგი ქვილითაია, ანორთოსისში მოთამაშე სხვა ქართველ ფეხბურთელებთან და თემურ ქეცბაიასთან ერთად, თბილისში, საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე უკვე გამოემგზავრა.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.
თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას, როგორც ფეხბურთელი, 1992-2003 წლებში იცავდა, 2009-14 წლებში კი მისი მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იკავებდა.
კომენტარები