Thumbnail
  • ვალენსია 4:1 რეალი | გოლები: 0:1 ბენზემა (23), 1:1 სოლერი (35, პენ), 2:1 ვარანი (45, საკ-კარში), 3:1 სოლერი (54, პენ), 4:1 სოლერი (63, პენ)
  • მადრიდულმა გრანდმა პირველმა გაიტანა, შემდეგ კი სრულიად მოიშალა

ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში მადრიდის რეალი "მესტალიაზე" ვალენსიას ესტუმრა და 1:4 დამარცხდა. ზინედინ ზიდანის გუნდის კარის მიმართულებით კი 3 პენალტი დაინიშნა... ჰეთ-თრიქი შეასრულა კარლოს სოლერმა და მატჩის გმირი გახდა.

თუმცა, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, რეალისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. 23-ე წუთზე კარიმ ბენზემამ მარსელოს პასით ანგარიში გახსნა და მადრიდელები დაწინაურდნენ. 30-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს, რომელიც სოლერმა შეასრულა და ვერ გაიტანა. დამატებაზე მანვე ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი, იუნუს მუსამ ყველას დაასწრო და ბურთი კარში შეაგდო, თუმცა გოლი გაუქმდა, რადგან ის პენალტის შესრულებამდე საჯარიმოში იმყოფებოდა.

საბოლოოდ, VAR-ის დახმარებებით გადაწყდა, რომ სოლერს პენალტი თავიდან უნდა შეესრულებინა და ამჯერად, მას შეცდომა აღარ დაუშვია, ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა წინ გასვლაც შეძლეს. რაფაელ ვარანმა ავტოგოლი გაიტანა, რომელიც ფრანგი მცველისთვის ბოლო ხუთ თამაშში მე-2 გამოდგა.

კარლოს სოლერის ჰეთ-თრიქი რეალთან

შესვენების შემდეგ "სამეფო გუნდის" ფეხბურთელებმა საჯარიმოში კიდევ ორჯერ დაარღვიეს თამაშის წესი. ორივე პენალტი კარლოს სოლერმა გაიტანა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ის ლა ლიგაში პირველი ფეხბურთელია 21-ე საუკუნეში, რომელმაც ერთ თამაშში 3 გოლი პენალტით გაიტანა. ამასთან, სოლერი პირველი ფეხბურთელია 2013 წლის შემდეგ, რომელმაც რეალთან ჰეთ-თრიქი გაიფორმა და ეს ბარსელონას მაისურით არ გაუკეთებია.

ამგვარად, მადრიდის რეალი "მესტალიაზე" 1:4 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაიუარესა. ვალენსიამ 11 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა, რეალს კი 16 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზე დაქვეითდა.

ვალენსია 4:1 რეალი

გოლები: 0:1 ბენზემა (23), 1:1 სოლერი (35, პენ), 2:1 ვარანი (45, საკ-კარში), 3:1 სოლერი (54, პენ), 4:1 სოლერი (63, პენ)

 

კომენტარები

ბოლო ამბები