Thumbnail

41 წლის ტეიშეირამ მეხუთე ბრძოლა მოიგო და ტიტულისთვის იჩხუბებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტეიშეირამ თანამემამულე ტიაგო სანტოსი დაამარცხა
  • ბრაზილიელმა ბრძოლის მანძილზე რეაბილიტირება რამდენიმეჯერ შეძლო

ბრაზილიელმა 41 წლის მებრძოლმა, გლოვერ ტეიშეირამ, ვისი საბაზო საბრძოლო სტილიც ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუს უკავშირდება, თანამემამულე ტიაგო სანტოსთან ბრძოლა მახრჩობელა ილეთით დაასრულა.

ბრძოლა სანტოსის აქტიურობით დაიწყო და დგომში, ყოფილი სამხედრო ტეიშეირას ნამდვილად ჯობდა, თუმცა ჯიუ-ჯიცუს ოსტატმა ბრძოლა, მესამე რაუნდში კისრის მოგუდვით მოიგო.

სანტოსთან გამარჯვებით, ტეიშეირამ, დივიზიონიდან ჯონ ჯონსის წასვლის შემდეგ გაჩემპიონებულ იან ბლახოვიჩთან ქამრისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. "მოგიწევს პოლონური ძალის გამოცდა" - წერდა ბლახოვიჩი ბრძოლის შემდეგ ტვიტერზე.

კომენტარები

ბოლო ამბები