Thumbnail

კორონავირუსი ეროვნულ ლიგაში - ტორპედო V დინამო ბათუმი გადაიდო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დინამო ბათუმისა და ქუთაისის ტორპედოს მატჩი გადაიდო
  • ეროვნული ლიგის შეხვედრის გადადების მიზეზი კორონავირუსია

კვირას საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ორი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი უნდა გამართულიყო - ჩემპიონობის მთავარი კანდიდატებს უნდა ეთამაშათ, თუმცა ერთი მატჩი გადაიდო.

მეორე ადგილზე მყოფი დინამო ბათუმი ქუთაისში ტორპედოსთან ვერ ითამაშებს, რადგანაც ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქუთაისურ კლუბში კორონავირუსი დაუდასტურდათ.

საბედნიეროდ, თბილისურ კლუბებში კორონავირუსის პრობლემა არაა, რის გამოც თბილისური დერბი მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მინდორზე გაიმართება. სხვათა შორის, ლოკო დინამოსთან თუ მოიგებს, ჩამორჩენას მხოლოდ 3 ქულამდე შეამცირებს და ჩემპიონობის შანსს გაიზრდის, რომელიც ჯერ კიდევ აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები