Thumbnail
  • კახა ცხადაძე სეზონის დასრულების შემდეგ ყაზახურ გუნდს დატოვებს
  • 52 წლის სპეციალისტის სამომავლო გეგმების შესახებ ჯერ უცნობია

კახა ცხადაძე ყაზახეთში შიმკენტის ორდაბასის სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ყაზახური მედიის ინფორმაციით, 52 წლის ქართველმა სპეციალისტმა ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე შეატყობინა.

Meta-ratings.kz-ის ცნობით, ცხადაძემ თავისი განზრახვა გუნდს ჯერ კიდევ ალმათის ქაირათთან თამაშამდე გააცნო, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართა. ის შეხვედრა ცხადაძის გაწვრთნილებმა ანგარიშით 1:3 დათმეს, ქაირათმა კი ამ გამარჯვებით ჩემპიონობა გაინაღდა.

ყაზახური მედია ორდაბასიდან ცხადაძის მოსალოდნელ წასვლაზე დიდი ხანია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ქართველ სპეციალისტსა და ყაზახური კლუბის ფინანსურ დირექტორს შორის არსებული უთანხმოებაა. 

შეგახსენებთ, რომ ორდაბასიში კახა ცხადაძის ასისტენტი გიორგი ჩიხრაძეა.

ცხადაძე ყაზახეთში საქართველოს ნაკრებთან დამშვიდობების შემდეგ წავიდა

კახა ცხადაძემ შიმკენტის ორდაბასი 2018 წლის ივნისში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა. ყაზახეთის მიმდინარე სუპერლიგაში გასული 17 ტურის შემდეგ, გუნდი ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს.

ცხადაძემ ყაზახეთში ალმათის ქაირათშიც იმუშავა (2016-17 წლები), მანამდე კი ის საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი იყო (2015-16). სპეციალისტს ასევე გაუწვრთნია: ბაქოს ინტერი (ამჟამად კეშლია) და სტანდარდი, თბილისის ლოკომოტივი, თბილისის დინამო და ბოლნისის სიონი.

კომენტარები

ბოლო ამბები