Thumbnail
  • ფეხბურთელებს დადებითი პასუხი პარასკევს ჩატარებულ ტესტებზე მოუვიდათ
  • ვალენსიასთან შეხვედრას ორივე მათგანი გამოტოვებს

ედენ აზარს და კაზემიროს კორონა ვირუსი აქვთ. ფეხბურთელების COVID-19-ით ინფიცირების შესახებ მადრიდის რეალმა სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაცხადა.

პარასკევს დილით ჩატარებული ტესტების დროს, აზარს და კაზემიროს კორონავირუსი აღმოაჩნდათ. სხვა მოთამაშეებს და სამწვრთენლო შტაბის წევრებს კი უარყოფითი პასუხები მოუვიდათ. თავის დაზღვევის მიზნით, მათ განმეორებითი ტესტირება დღეს დილით ჩაიტარეს და ამ შემთხვევაშიც პასუხები უარყოფითი იყო. 

ორივე ფეხბურთელი თვითიზოლაციაშია და მკურნალობას გადის. ბრაზილიელიც და ბელგიელიც გამოტოვებენ 8 ნოემბერს გასამართ შეხვედრას, რომელიც "სამეფო კლუბს" ვალენსიას წინააღმდეგ ელის.

COVID-19-ით ინფიცირება განსაკუთრებით სამწუხაროა ედენ აზარისთვის, რომელმაც ტრავმა სულ ახლახან მოიშუშა და გუნდს დაუბრუნდა. ბელგიელმა დაზიანებების გამო უკვე ბევრი გამოტოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები