Thumbnail

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი NCAA-ს კლუბ კრეიტონში ახალი სეზონისთვის ემზადებოდა, როცა ვარჯიშზე მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა (ACL). მისთვის სეზონი დაწყებამდე დასრულდა. 

კრეიგ მაკდერმოტი (კრეიტონის მწვრთნელი): "ყველანი განადგურებულები ვართ იმის გამო, რაც რატის შეემთხვა. ის ახლა ერგებოდა ჩვენს სისტემას და იწყებდა საკუთარი ტალანტის გამოვლენას, რომელიც უხვად აქვს. ვიცი, რომ ის ჩვენ პროგრამაში ბოლომდე ჩართული იქნება. ჩვენ მას მოედანზე ჯანმრთელად დაბრუნებას ვუსურვებთ".

კრეიტონი სეზონს 25 ნოემბერს გახსნის, სამხრეთ დაკოტასთან მატჩში. 2019 წლის ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ანდრონიკაშვილი საშუალოდ 16.9 ქულას, 5.9 მოხსნასა და 5.3 პასს აკეთებდა. ACL-ის შემთხვევაში მინიმალური დრო, რაც სპორტსმენს გამოსაჯანმრთელებლად ესაჭიროება, ექვსი თვეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები