Thumbnail

‘დამამცირეს!’ - დიქსონმა ემოციური მიმართვისას ცრემლები ვერ შეიკავა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მაიკლ დიქსონი აცხადებს, რომ მას უპატივცემულოდ მოექცნენ და დაამცირეს!

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა POSTV-ში სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც შექმნილი პრობლემების დეტალებზე საუბრობს.

“2016 წლიდან საქართველოს ამაყი და ერთგული მოქალაქე ვარ, - ასეთი სიტყვებით იწყება 29 წლის დიქსონის მიმართვა, რომელშიც იგი განმარტავს, რომ სავიზო პრობლემები შეექმნა.

დიქსონი დეტალურად ყვება, რა გადახდა ჩინეთის საელჩოში. ამბობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ, ბოლოს კი შევსებული აპლიკაცია განმარტების გარეშე დაუხიეს. მას მეუღლე და 2 წლის შვილი ჰყავს, ერთ თვეში კი მეორე შვილს ელოდება. ჩინეთში მისი გამგზავრების მიზანიც სწორედ მათი მონახულება და მათთან ერთად ყოფნაა.

“უბრალოდ ვცდილობ, ვიყო კარგი მეუღლე, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, კარგი მამა, რომელსაც სჭირდება ჩინეთში გამგზავრება, რათა იზრუნოს თავის 2 წლის ვაჟზე და ბავშვზე, რომელსაც ერთ თვეში ელოდება,” - ამ სიტყვების წარმოთქმისას დიქსონმა ცრემლები ვერ შეიკავა. ვიდეო ძალიან ემოციურია.

📌 მაიკლ დიქსონ უმცროსი საქართველოს მოქალაქე 2016 წლის ივნისში გახდა. 2017 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაკრებში იგი საშუალოდ 16.6 ქულას, 3.2 მოხსნასა და 4.2 პასს აკეთებდა. უშუალოდ ევრობასკეტზე კი მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 13.8 ქულა, 2.0 მოხსნა და 5.2 პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები