Thumbnail
  • საქართველომ ძიუდოს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 3 მედლით დაასრულა
  • ილია სულამანიძე გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატიის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 3 მედლით დაასრულა. ტურნირის ბოლო დღეს ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიგო და ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ილია განთესილი იყო და ფინალში გასასვლელად ორი ბრძოლის მოგება დასჭირდა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალურ დაპირისპირებაში მერტ სისმანლარის ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც მეტოქეს იპონიც შეუსრულა და ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა.

მძიმე წონაში საბა ინანაეიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო. მან პოლონელ ვოიცეხ კორდიალიკი შებოჭა და მესამე ადგილი დაიკავა, რითაც საქართველოს ტურნირზე ბოლო მედალი მოუტანა.

სამწუხაროდ, მიხეილ ბექაურმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო. ის რუს მანსურ ლორსანოვთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა. შეგახსენებთ, რომ პირველ საჭიდაო დღეს ლუკა კაპანაძე ვერცხლის მედალს დაეუფლა 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

კომენტარები

ბოლო ამბები