Thumbnail

Call of Duty: Black Ops Cold War-ის ფაილების ზომა უკვე ცნობილია!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • მოთამაშეებს სპეციფიკური კამპანიებისა თუ მოუდების წაშლა შეეძლებათ
  • PC-ზე მხოლოდ მულტიპლეიერის დაყენებაცაა შესაძლებელი
  • Cold War-ის გამოსვლის ოფიციალური თარიღი 13 ნოემბერია

Call of Duty: Black Ops Cold War-ის გამოშვებამდე სულ ცოტა დრო რჩება და Activision-მა, როგორც იქნა, გაგვიმხილა, რამხელა მეხსიერებას დაიკავებს თამაში ჩვენს კომპიუტერსა, თუ კონსოლზე. 

ალბათ გახსოვთ ჭორები, რომელთა თანახმადაც, Cold War აქამდე გამოსული ყველაზე დიდი თამაში იქნებოდა და მისი ფაილების ზომა 100 GB-ს გადააჭარბებდა. სამწუხაროდ, ეს მეტ-ნაკლებად სიმართლე აღმოჩნდა.

აი რა ადგილს დაიკავებს Cold War თქვენს დივაისზე:

  • PS4: 95 GB
  • PS5: 133 GB
  • Xbox One: 93GB
  • Xbox Series X|S: 136GB
  • PC: 125GB (მთლიანი თამაში ულტრა ხარისხის გრაფიკით), 82 GB (მთლიანი თამაში, საშუალო გრაფიკით) და 35 GB (მხოლოდ მულტიფლეიერი). 

Activision აცხადებს, რომ როგორც PC-ის, ასევე კონსოლის მოთამაშეებს შეეძლებათ, თამაშის სპეციფიკური კამპანიებისა თუ მოუდების წაშლა და, შესაბამისად, ფაილების ზომის შემცირება. 

Black Ops Cold War-ის გამოსვლის ოფიციალური თარიღი 13 ნოემბერია, თუმცა თამაშის გადმოწერის დაწყება PS4-ისა და Xbox-ის მფლობელებს თბილისის დროით, 7 ნოემბრის დილის 9 საათიდან შეეძლებათ, ხოლო პერსონალური კომპიუტერის მფლობელებს - 10 ნოემბრის საღამოს 10 საათიდან. 

რაც შეეხება მომდევნო თაობის კონსოლებს: მათზე თამაშის წინასწარი ჩამოტვირთვა მოწყობილობების გაყიდვაში ჩაშვების პარალელურად დაიწყება. შესაბამისად, 10 ნოემბერს Xbox Series X|S-ის, ხოლო 12 ნოემბერს - PlayStation 5-ისთვის. 

აქვე შეგახსენებთ იმ სპეციფიკაციებს, რომელიც საჭიროა Call of Duty: Black Ops Cold War-ის სათამაშოდ:

 

კომენტარები

ბოლო ამბები