Thumbnail

სოკ-მა რუსეთი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადას ჩამოაშორა!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლოზანაში სოკ-ის აღმასკომის სხდომა გაიმართა
  • 2018 წლის ოლიმპიადაზე სპორტსმენები რუსეთის სახელით ვერ იასპარეზებენ
  • რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი დისკვალიფიცირებულია

ლოზანაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ რუსეთის ნაკრებს სამხრეთ კორეულ პიონჩანში ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლის საშუალება არ მიეცემა.

მიზეზი, რა თქმა უნდა, დოპინგია, რომელშიც ყელამდეა ჩაფლული რუსული სპორტი. ის სპორტსმენები, რომლებიც არ არიან შემჩნეული დოპინგის მიღებაში ოლიმპიადაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშით იასპარეზებენ. 

ასეთ სპორტსმენებს ექნებათ ოფიციალური სტატუსი: "ოლიმპიური სპორტსმენი რუსეთიდან". თუ ასეთი სპორტსმენი (ან გუნდი) გაიმარჯვებს, შესრულდება ოლიმპიური ჰიმნი.

ამასთან, დისკვალიფიცირებულია რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი.

კომენტარები

ბოლო ამბები