Thumbnail

რაული ზიდანის გზაზე - რეალის ლეგენდა მწვრთნელობას აპირებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რაული ზაფხულიდან რეალში მწვრთნელად იმუშავებს.
  • ზინედინ ზიდანმაც ზუსტად ეს გზა გაიარა.

რაულ გონსალეს ბლანკო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ახლა კი უნდა, რომ დიდი მწვრთნელი გახდეს!

40 წლის რაული ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში სამწვრთნელო კურსებს გადის (სხვათა შორის, ექს-ბარსელონელ ჩავისთან ერთად). ეს არის სპეციალური კურსი, რომელსაც ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები გადიან. 

“ეს პირველი ნაბიჯია, რომ მწვრთნელობის უფლება მოვიპოვო და მინიმუმ რომელიმე ასაკობრივ გუნდში ვიმუშავო. დაახლოებით ერთ წელიწადში უეფას პრო-ლიცენციასაც ავიღებ და უკვე ნებისმიერი გუნდის გაწვრთნის უფლება მექნება. რეალის ხელმძღვანელებს ივნისში დაველაპარაკები,” - განაცხადა რაულმა AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. გეგმის მიხედვით, რაული მადრიდული გრანდის B-გუნდის დამრიგებელი უნდა გახდეს.

შეგახსენებთ, რომ სამწვრთნელო კარიერა რეალის ამჟამინდელმა დამრიგებელმა, ზინედინ ზიდანმაც ზუსტად ასე დაიწყო. “სამეფო გუნდში” იმედი აქვთ, რომ რაულიც ამ გზას გაივლის და უმაღლესი დონის მწვრთნელად ჩამოყალიბდება.

P.S. სხვათა შორის, მწვრთნელობას აპირებს კიდევ ერთი ლეგენდარული თავდამსხმელი მიროსლავ კლოზეც, რომელიც ბაიერნში იმუშავებს (დეტალურად).

კომენტარები

ბოლო ამბები