Thumbnail
  • იუნაიტედის ჩაბარება არგენტინელი სპეციალისტის დიდი ხნის ოცნებაა
  • ინგლისურ გრანდში ცვლილებებზე ბაშაქშეჰირთან წაგების მერე დაფიქრდნენ

ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედი მთავარი მწვრთნელის გამოცვლას აპირებს და უკვე შეეხმიანა ტოტენჰემის ყოფილ თავკაც მაურისიო პოჩეტინოს. ამ ინფორმაციას Manchester Evening News ავრცელებს.

ის, რომ არგენტინელ სპეციალისტს მანჩესტერულ გრანდში მუშაობა სურს, ახალი ამბავის არაა. პოჩეტინოს ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში აქვს ნათქვამი, რომ იუნაიტედის ჩაბარება უნდოდა, ახლა კი, როგორც ჩანს, მისი დროც მოვიდა.

იუნაიტედში ამჟამინდელი დამრიგებელის ოლე გუნარ სულშერის შეცვლაზე სერიოზულად მას შემდეგ დაფიქრდნენ, რაც გუნდმა უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თურქულ ბაშაქშეჰირთან 1:2 წააგო. მანჩესტერში ნორვეგიელი სპეციალისტის ბედი გადაწყვეტილი ჯერაც არ აქვთ, თუმცა, ბევრ რამეს გაარკვევს ინგლისის პრემიერლიგის მომდევნო ტურის მატჩი ევერტონთან. თუკი იუნაიტედმა ის თამაშიც წააგო, შესაძლოა, მე-17 ადგილამდე დაქვეითდეს, ამას კი, იუნაიტედის ბოსები ვეღარ აიტანენ.

📺 ბაშაქშეჰირი 2:1 მანჩესტერი

კომენტარები

ბოლო ამბები