Thumbnail

‘რონალდო ამას არ გააკეთებდა’ - მესის აკრიტიკებენ და იცავენ

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • დინამო კიევთან ლეო მესის საქციელს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა
  • თუმცა საკუთარი ფანები მას ამართლებენ 

ლიონელ მესი საუკუნის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. მაგრამ ხანდახან ცოტა ზარმაცობს. უფრო სწორად ძალიან ზარმაცობს ხოლმე. ჩემპიონთა ლიგის მატჩში 10 წამი მისეირნობს, თუ გვეჩვენება?!

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაზე ბარსელონამ დინამო კიევი 2:1 დაამარცხა. მესიმ ანგარიში მე-5 წუთზე თერთმეტმეტრიანით გახსნა. თუმცა ახლა ამ ეპიზოდის განხილვას არ ვაპირებთ. საქმე სულ სხვა ეპიზოდს ეხება. შეხვედრის მიწურულს, როდესაც ესპანური გუნდი 2:1 იგებდა, დინამო კიევი შეტევას ცდილობდა. ამ დროს მესი უბრალოდ დადიოდა და უყურებდა, თუ როგორ იწყებდა კიეველთა ნახევარმცველი ანდრიევსკი შეტევას.

ეს გულშემატკივრებს არ გამოეპარათ და არგენტინელი სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს.

💬 "დე ბრუინთან და აგუეროსთან თამაშზე ფიქრობს", - წერს ერთ-ერთი გულშემატკივარი

💬 "რონალდო ამას არასდროს გააკეთებდა"

💬 "თამაშამდე 10 წამია დარჩენილი. მესიმ ბოლო 5 კვირაში 10 შეხვედრა ჩაატარა სრულად. მათ შორის 2 სამხრეთამერიკაში, ასე რომ დამშვიდდით!" - მესის, რა თქმა უნდა, დამცველებიც ჰყავს.

💬 "კაპიტნისგან მიუღებელია"

💬 "საუკეთესო მსოფლიოში, მაგრამ ეს ამპარტავნობა და უპასუხისმგებლობაა" 

💬 "მიყვარს მესი, მაგრამ რას აკეთებს?"

💬 "ლიდერის თვისებები..."

💬 "ზუსტად ისე, როგორც მოხუცი ლედი უყურებს, თუ როგორ ჩაუვლის ავტობუსი."

💬 "აჯობებს, იანვარშივე გაუშვან."

💬 "საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ ეს ქედმაღლობაა და ნული პასუხისმგებლობა."

📺 ბარსელონა v დინამო კიევი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები