Thumbnail
  • ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ასპარეზობა მალევე დაასრულეს
  • ქართული დელეგაციის მონაგარი ერთადერთი ვერცხლის მედალია

ხორვატიის ქალაქ პორეცში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მე-2 დღე ძალიან წარუმატებელი გამოდგა ქართული დელეგაციისთვის. დღეს, ტატამიზე 3 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და სამივე მათგანმა პირველივე ორთაბრძოლა წააგო.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი ჩიხელიძემ ჩეხ დანიელ პოჩოპთან ვაზარი გაუშვა და მისი აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა. 81 კგ-ში ვლადიმერ ახალკაცი იპონზე დაეცა აზერბაიჯანელ ელიან ჰაჯიევთან დაპირისპირებაში, გიორგი შერაზადიშვილი კი “გოლდენ სქორში” ვაზარით დამარცხდა უნგრელ ბენედეკ ტოტთან.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების მონაგარი ერთადერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუკა კაპანაძემ მოიპოვა, ხვალ კი, ხორვატულ ტატამიზე კიდევ 3 ქართველი ძიუდოისტი გავა: მიხეილ ბექაური (90 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები