Thumbnail
  • ევროპის ძიუდოს კავშირმა მძიმე წონაში 3 ქართველი ახალგაზრდა ძიუდოისტი გამოარჩია
  • ილია სულამანიძე ტიტულის დაცვისთვის იბრძოლებს, დანარჩენსაც იგივე მიზანი აქვთ

4-6 ნოემბერს, ხორვატიის ქალაქი პორეცი ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელშიც საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებიც მონაწილეობენ.

ევროპის ძიუდოს კავშირმა მძიმე წონაში მოასპარეზე ძიუდოისტებზე სტატია მოამზადა და იქ სამ ქართველ ძიუდოისტზე ყურადღება გაამახვილა. EJU.NET-ზე მიხეილ ბექაური, ილია სულამანიძე და საბა ინანეიშვილი გამოარჩიეს.

EJU.NET მიხეილ ბექაურზე: შარშან, ფინეთში, ბექაურმა ბრინჯაოს მედალი მოიგო. მან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მანსურ ლორსანოვს აჯობა. ამჟამად კი ორივეს მიზანი ფინალში გასვლა იქნება. ორივეს დიდი გამოცდილება და კარგი შედეგები აქვს, მაგრამ მათი შეხვედრა გადაწყვეტს, ვინ სად დადგება პოდიუმზე.

EJU.NET ილია სულამანიძეზე: ილია სულამანიძე ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონია და მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. მისი წარმატებული კარიერა ჯერ კიდევ კადეტებში დაიწყო.

EJU.NET საბა ინანეიშვილზე: მას შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე ცოტა დააკლდა, რომ მედალი მოეგო და მეხუთე ადგილი დაიკავა. ინანეიშვილის მთავარი მეტოქე ერიკ აბრამოვი იქნება, რომელიც წელს პირველ ნომრადაა განთესილი, ხოლო შარშან ფინალში გელა ზაალიშვილთან დამარცხდა. ჩვენ ახალი თაობის სტარტს ვიხილავთ. შესაძლოა, ამ ტურნირზე ნამდვილი ბრილიანტებიც გამოჩნდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები