Thumbnail
  • სელტა 2:2 ბარსელონა
  • ერნესტო ვალვერდემ თავს ექსპერიმენტების უფლება მისცა
  • სევილიამ ზედიზედ მეექვსე მატჩში ვერ მოიგო

ესპანეთის ლა ლიგის  33-ე ტურში ბარსელონა ვიგოში სელტას დაუპირისპირდა, ორჯერ უგებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ფრეს დასჯერდა - 2:2. 

ერნესტო ვალვერდემ ექსპერიმენტული შემადგენლობით ათამაშა გუნდი - არ უთამაშიათ ბუსკეტსს, ინიესტას, პიკეს და რაკიტიჩს, სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ ლუის სუარესი, უმტიტი და ალბა. ლეო მესი თამაშში ბოლო ნახევარი საათით ჩაება, ხოლო გუნდის კაპიტანი კარიერაში პირველად გერმანელი მეკარე ტერ შტეგენი იყო. 

უჩვეულო სცენა

ბოლო წუთები ბარსამ 10 კაცით ითამაშა (სერხი რობერტო გააძევეს), რითაც "სელტას" ფორვარდმა იაგო ასპასმა ისარგებლა, გუნდს ქულა გადაურჩინა, თავად კი ჩემპიონატში მე-20 გოლი გაიტანა. 

იაგო ასპასმა სელტას ქულა მოუპოვა

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

► ბარსელონამ ლა ლიგის რეკორდული წაუგებელი სერია 40 მატჩამდე გაზარდა.

► ხუთი ტურიც თუ არ წააგო, ბარსა ჩემპიონატს დაუმარცხებლად მოიგებს. 

► 2003/04 წლების სეზონის მერე პირველად ბარსამ ბურთი სხეულის სხვა ნაწილით გაუშვა და არა ფეხით ან თავით - ასპასმა მუცლით გაიტანა.

► ბარსამ ლა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა - სტარტზე 33 წაუგებელი მატჩი, წინა რეკორდი რეალ სოსიედადს ეკუთვნოდა (1979/80 წწ. 32 მატჩი). 

► უსმან დემბელე ტიერი ანრის შემდეგ პირველი ფრანგი ფორვარდია ვინც ბარსას რიგებში ლა ლიგაში გაიტანა.

სელტა 2:2 ბარსელონა  

გოლები: 0:1 დემბელე (36), 1:1 ხონი (45), 1:2 პ. ალკასერი (64), 2:2 ასპასი (82)

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი - სემედუ, ი. მინა, ვერმალენი, დინი - ანდრე გომეში (60. ს. რობერტო), პაულინიო - დემბელე (78. ვიდალი), დ. სუარესი, კოუტინიო (60. მესი) - პ. ალკასერი   

გაძევება: ს. რობერტო (71)

სხვა მატჩები

დეპორტივო 0:0 სევილია

ვილიარეალი 2:1 ლეგანესი

18 აპრილი: 

ესპანიოლი-ეიბარი, ვალენსია-ხეტაფე, რეალი-ბილბაო;

19 აპრილი: 

რეალ სოსიედადი-ატლეტიკო, ალავესი-ჟირონა, ლევანტე-მალაგა, ბეტისი-ლას პალმასი.

კომენტარები

ბოლო ამბები