Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ლივერპულმა სტუმრად 5:0 გაანადგურა ატალანტა და 9 ქულით ჯგუფის ლიდერია.

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "დღეს ზუსტად ის ფეხბურთი ვაჩვენეთ, რაც ლივერპულს სჭირდება. ჩემმა ბიჭებმა ბრწყინვალედ ითამაშეს, დაცვა და შეტევა საოცარ დონეზე იყო. თამაშის ორგანიზება, მისი კითხვის უნარი - ყველაფერი TOP-ზე იყო. 

5:0-ს იგებ და მომენტები კიდევ გაქვს, ეს სუპერია. არ დაგვავიწყდეს, რომ ალისონმაც სამი "სეივი" მიითვალა. სამივე მსოფლიო დონის. დღეს ჩვენ მეტოქე ატალანტას ძალიან გაუჭირდა ჩვენს წინააღმდეგ თამაში. არა მგონია, ვინმეს მოეხერხებინა დღეს სალაჰის, ჟოტასა და მანეს შეჩერება. ასე რომ, მთავარი დღეს არც ტაქტიკა იყო და არც ჩვენი სისტემა - მთავარი იყო გუნდი". 

📺 ატალანტა v ლივერპული [მიმოხილვა]

D ჯგუფის მე-4 ტურში ლივერპული კვლავ ატალანტას ეთამაშება. ამჯერად, მატჩი ინგლისში გაიმართება სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ (25 ნოემბერს). 

კომენტარები

ბოლო ამბები