Thumbnail

ქართველი ჰოკეისტები აღარ ხუმრობენ - ნაკრებმა ფავორიტი ბულგარეთი დაამარცხა!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველო 5:3 ბულგარეთი
  • მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მატჩში ნაკრებმა ისევ იმარჯვა
  • 19 აპრილს ჩვენი გუნდი ჰონკონგს დაუპირისპირდება

კეიპტაუნში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში მესამე დივიზიონის გუნდებს შორის, ტურნირის გამარჯვებული გაისად მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონში ითამაშებს.

► საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრების შანსები | ინტერვიუ მიხეილ დავითაშვილთან

საქართველოს ნაკრების მეტოქე ამჯერად, ჯგუფის ფავორიტი ბულგარეთი იყო, ჩვენმა გუნდმა 5:3 გაიმარჯვა!

პირველი გოლი საქართველოს ნაკრებმა გაიტანა - რიცხობრივ უმრავლესობაში მყოფი გუნდის შემადგენლობაში თავი არტიომ კურბატოვმა გამოიჩინა, მაგრამ პერიოდი ბულგარელებმა 2:1 მოიგეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ალექსანდრ ვასილჩენკო დაასახელეს - 2 გოლი, 1 ასისტი.

გადამწყვეტი მეორე პერიოდი გამოდგა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 3:0 მოიგო. შაიბები არტიომ კოზიულინმა და ალექსანდრ ვასილჩენკომ (2) გაიტანეს.

საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან გამარჯვებას ზეიმობს
ფოტოებისაქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია

ბოლო პერიოდის დასაწყისში კოზიულინმა დუბლი შეასრულა, თუმცა თამაში ცოტათი მაინც დაიძაბა, ივან ჰოდულოვმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა, მაგრამ ბულგარეთმა მეტს ვეღარ მიაღწია. 

საქართველოს ნაკრებს ორიდან ორი გამარჯვება აქვს. შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს ჩვენმა გუნდმა თურქეთს 6:2 მოუგო

19 აპრილს საქართველოს ნაკრები ჰონკონგს ეთამაშება. 

საქართველო 5:3 ბულგარეთი (ვიდეო)

კომენტარები

ბოლო ამბები