Thumbnail

TOP-14 ქართველებით ივსება - ბექა გორგაძე ბორდოში ითამაშებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბექა გორგაძე ელიტის ბორდოს წევრი მომავალი სეზონიდან გახდება
  • ამ სეზონს ქართველი მორაგბე ისევ მონ დე მარსანში ჩაამთავრებს
  • გორგაძეს "ბორჯღალოსანთა" რიგებში 11 კეპი აქვს მოპოვებული

ფრანგულმა სარაგბო ჟურნალმა Midi Olympique-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 21 წლის ქართველი მორაგბე ბექა გორგაძე მომავალ სეზონში ელიტარული TOP-14-ის ბორდოში გაატარებს. 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბექა მეორე დივიზიონ Pro D2-ის მონ დე მარსანში თამაშობს. გორგაძეს ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი დაუგროვდა. 

საკმაოდ სანდო წყაროს ინფორმაციით, გორგაძემ ბორდოსთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა და 2018/19 წლების სეზონს ჟირონდელთა რიგებში გაატარებს. ამ სეზონს კი ისევ მონ დე მარსანში ჩაამთავრებს.

ბექა გორგაძე მონ დე მარსანის წევრი 2015 წლის დეკემბერში გახდა, 2017 წლის დასაწყისში მან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა და მონ დე მარსანის პირველი გუნდის წევრი გახდა.

ჯერ კიდევ მაშინ წერდა sudouest.fr, რომ სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების მიუხედავად, მას ელიტის რამდენიმე კლუბი ადევნებს თვალს და ქართველი ფლანკერი მალე შეიცვლის კლუბსო.

კომენტარები

ბოლო ამბები