Thumbnail
  • ანორთოსისში კორონავირუსი ფეხბურთელებს არ აქვთ
  • თემურ ქეცბაიას გუნდი პაფოსთან შეხვედრას გამართავს

ფამაგუსტას ანორთოსისში კორონავირუსის ტესტირება ჩატარდა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. აღნიშნული ინფორმაცია კვიპროსული გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.

თემურ ქეცბაიას გუნდში ორი დღის წინ COVID-19-ით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც ტესტის გაკეთება მთელ გუნდს მოუხდა, მაგრამ შიში უსაფუძვლო აღმოჩდა - ფეხბურთელებს ვირუსი არ აქვთ. შესაბამისად, ოთხშაბათს, კვიპროსის თასზე პაფოსთან თამაში არ გადაიდება.

ანორთოსისში საქართველოს ნაკრების ოთხი წევრი: გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილი თამაშობენ. ამდენად, ჩვენთვის კვიპროსულ გუნდში არსებული ვითარება ძალზე მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები