Thumbnail
  • დიეგომ სიმეონემ გუნდში თომას პარტეის შემცვლელი მიიყვანა
  • ჟოფრეი კონდოგბიამ ატლეტიკოსთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

მადრიდის ატლეტიკოს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა ვალენსიასთან ჟოფრეი კონდოგბიას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია და ფრანგი ფეხბურთელი კარიერას ''როხიბლანკოში'' გააგრძელებს. კონდოგბიამ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

დიეგო სიმეონემ ჟოფრეი გუნდში თომას პარტეის შემცვლელად მიიყვანა, რომელიც ატლეტიკომ ლონდონის არსენალში გაყიდა. უცნობია, თუ რა თანხა მიიღო ვალენსიამ მადრიდული კლუბისგან. აღსანიშნავია, რომ ვალენსიას მძიმე ფინანსურ კრიზისშია, რის გამოც კლუბს ლიდერი მოთამაშეების გაშვება უწევს.

27 წლის ჟოფრეიმ რამდენიმე გუნდში თამაში მოასწრო. ის ლენსის, მონაკოს, სევილიას, ინტერისა და ვალენსიას ღირსებას იცავდა. კონდოგბიას საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია, მაგრამ მან საბოლოოდ ცენტრალური აფრიკის ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვა, საიდანაც მისი მშობლები არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები