Thumbnail

‘შვარცნეგერამ უარი თქვა' - რატომ შეახვედრეს გიგა ჭიკაძეს დებიუტანტი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გიგა ჭიკაძე მორიგ ბრძოლას 7 ნოემბერს, ამერიკელ ჯეიმი სიმონსთან ჩაატარებს
  • 32 წლის მებრძოლმა მომავალ მეტოქეზე ისაუბრა, რომელიც UFC-ის დებიუტანტია  

32 წლის გიგა ჭიკაძე UFC-ში მეხუთე ბრძოლას 7 ნოემბერს, ლას ვეგასში ჩაატარებს. ქართველი მებრძოლის მეტოქე ამერიკელი ჯეიმი სიმონსი იქნება. 28 წლის სიმონსს, მეტსახელად "აფრო სამურაის", MMA-ში 7 მოგება და 2 მარცხი აქვს და UFC-ის დებიუტანტია.

ქართველმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში თავის მომავალ მეტოქეზე დაწერა:

"არ მიკვირს, რომ ბევრს გაუჩნდა ის კითხვა, თუ რატომ მახვედრებს UFC დებიუტანტს. 
მოკლედ აგიხსნით - შემომთავაზეს Arnold Allen-თან ბრძოლა, რომელიც რეიტინგში არის #9 და მეც დავთანხმდი, რადგან ძალიან კარგი წინსვლა იქნებოდა, მაგრამ შვარცნეგერამ - არა, გმადლობთო და UFC-მ ახალი მეტოქის ძებნა დაიწყო ჩემთვის, შოუ რომ გადაერჩინათ და მოძებნეს Jamey Simmons, რომლის რეკორდიც არის 7:2 და ბოლო ბრძოლა მოიგო 17 ოქტომბერს", - წერს გიგა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძეს UFC-ში 100%-იანი შედეგი აქვს - 4-იდან 4 მოგება, შერეულ ორთაბრძოლებში მისი ჯამური ბალანსი კი 11:2-ზეა. გიგამ UFC-ში ბოლო შეხვედრა 10 ოქტომბერს, აბუ დაბიში, "მებრძოლთა კუნძულზე" ჩაატარა, სადაც ვენესუელელ ომარ მორალესს დამაჯერებლად აჯობა.

📺 გიგა ჭიკაძე V ომარ მორალესი

კომენტარები

ბოლო ამბები