Thumbnail
  • 📅 12 ნოემბერი | ⌚ 15:00 | ⚽ U21 საქართველო V სლოვაკეთი
  • გუნდში 23 ფეხბურთელია გამოძახებული, რომელთა შორის მხოლოდ 2 ლეგიონერია

საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას თბილისში გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე მატჩისთვის ახალგაზრდული ნაკრები 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი), დავით კერესელიძე (გაგრა), ლუკა სანიკიძე (თელავი).

მცველები: დავით კობოური (დინამო თბილისი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა (ორივე - ლოკომოტივი), თორნიკე ძოწენიძე, ილია ბერიაშვილი (ორივე - თელავი), შალვა ბურჯანაძე (სამგურალი).

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი (ყველა - დინამო თბილისი), ბექა დარცმელია, თორნიკე ძებნიაური (ორივე - ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (ვალმიერა, ლატვია), იური ტაბატაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი (ორივე - საბურთალო), ირაკლი ზარიძე (ვიტ ჯორჯია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი).

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი), გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი).

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის  მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრები 12 ქულით მესამე ადგილზეა, სლოვაკეთს 9 ქულა აქვს და ჩვენს გუნდზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. საქართველოსა და სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 12 ნოემბერს 15:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები