- Rugby Pass 'შემოდგომის ერთა თასის' წინ
- ეპიდემია ფიჯის ნაკრებში - 8 ერს ჩაშლა ემუქრება?
- შარიქაძე: აუცილებლად გამოვასწორებთ იმას, რაც შოტლანდიასთან მატჩში არ მოგვეწონა
Rugby Pass-მა "შემოდგომის ერთა თასზე" მონაწილე რვავე ეროვნული ნაკრების მდგომარეობა და განწყობა შეაფასა. გამოცემა "ბორჯღალოსნებზეც" წერს:
"საქართველომ ტურნირზე იაპონია ჩაანაცვლა, მას მერე, რაც აზიელებმა უარი თქვეს მონაწილეობაზე. როგორც ფიჯის, საქართველოსაც ძალიან აკლია უმაღლეს დონეზე თამაშები. 7:48 მარცხი შოტლანდიასთან მათ თვითრწმენას ვერაფერს შემატებდა, მაგრამ "ბორჯღალოსნები" მოწადინებულნი არიან, მსოფლიოს თასზე იმედგაცრუების შემდეგ, კარგი თამაში აჩვენონ ამ ტურნირზე. საქართველოსთვის ამ ტურნირს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამაზე იქნება დამოკიდებული რამდენად განიხილავენ ნაკრებს პოტენციულ წევრად ექვსი ერის გაფართოების შემთხვევაში".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 14 ნოემბერს ლონდონში გამართავს, "თვიქნემზე" 6 ერის გამარჯვებულ ინგლისს შეხვდება.
კომენტარები