Thumbnail

შენგელია: ფენერბაჰჩე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ჩვენც საშიშები ვართ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 18 აპრილს ბასკონია ფენერბაჰჩეს ევროლიგის პლეი ოფის პირველი წრის პირველ მატჩში დაუპირისპირდება
  • შენგელიამ ესპანურ მედიას მცირე ინტერვიუ მისცა

საკალათბურთო ევროლიგაში პლეი ოფი იწყება, თორნიკე შენგელიას ბასკონია პირველ წრეში ტურნირის შარშანდელ ჩემპიონ ფენერბაჰჩეს ეთამაშება. პირველი მატჩი სტამბოლში 18 აპრილსაა.
გუნდის ქართველი კაპიატნი თორნიკე შენგელია lavanguardia.com-ს მომავალ დაპირისპირებაზე ესაუბრა:

"ჩვენ მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ და არა მთელ სერია, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიწიოთ წინ, ხოლო პირველი დაპირისპირებისთვის სათანადოდ ვართ მომზადებულები. 

ალბათ იმის ახსნა საჭირო არ არის, რომ ფენერბაჰჩე ბრწყინვალე გუნდია, ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში. გუნდს ყველაფერი კარგად გამოსდის, დაცვა, ფარზე თამაში, შორიდან სროლა, დრიბლინგი. 

მაგრამ ჩვენც კარგი გუნდი ვართ, როცა დაცვაში ფარზე ბურთს ვიგებთ და ვუტევთ, ძალიან საშიშები ვართ ნებისმიერი მეტოქისთვის. 

თურქებთან რეგულარული სეზონის მატჩები არ ითვლება, ეს სულ სხვა დაპირისპირებაა. ჩვენ ერთნაირად კარგად უნდა ვითამაშოთ დაცვასა და შეტევაში. სერია არ წყდება ერთი მატჩის მოგებით ან წაგებით".

სერია სამ მოგებამდეა, მე-2 ადგილზე გასულ ფენერბაჰჩეს საშინაო თამაშის უპირატესობა აქვს, პირველი 2 შეხვედრა სტამბოლში გაიმართება, შემდეგი 2 (თუ საჭირო გახდა მეორეც) - ვიტორიაში. თუ მეხუთე დაპირისპირებაც საჭირო გახდა, ის სტამბოლში გაიმართება. 

ევროლიგის საიტზე 4 მაისამდე გრძელდება ევროლიგის საუკეთესო მოთამაშის და საუკეთესო ხუთეულების გამოსავლენი ხმის მიცემა. დღეისათვის შენგელია ხმების 5.9%-ით მეხუთე ადგილზეა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები