Thumbnail

ფრანჩესკო ტოტის და მის მეუღლეს კორონავირუსი აქვთ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ფრანჩესკო ტოტი კორონავირუსით დაინფიცირდა
  • იტალიური ფეხბურთის ლეგენდა იზოლაციაშია

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ფრანჩესო ტოტი კორონავირუსით დაინფიცირდა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და ფრანჩესკო ამჟამად თავის ვილაში, იზოლაციაში იმყოფება.

'კორიერე დელო სპორტის' ინფორმაციით, კოვიდ-19 უსიმპტომოდ ტოტის მეუღლეს, ილარი ბლაზისაც აქვს.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ტოტის მშობლებიც ინფიცირებულები იყვნენ და ფრანჩესკოს მამა, ენცო სწორედ კოვიდ-19-ით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები