Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნი დავიდ ალაბას კონტრაქტს არ გაუგრძელებს
  • პრეზიდენტმა ჰაინერმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები შეწყდა

მიუნხენის ბაიერნი დავიდ ალაბასთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებას ზაფხულის შემდეგ ცდილობდა - ავსტრიელს ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აქვს. როგორც ჩანს, ამ საქმიდან უკვე საბოლოოდ არაფერი გამოვიდა - ბავარიული გრანდის პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა განაცხადა, რომ 28 წლის ფეხბურთელს არათუ ახალ, გაუმჯობესებულ პირობებს არ შესთავაზებენ, არამედ ბაიერნს წინადადება უკან მიაქვს.

“შაბათ-კვირის შემდეგ ახალი სიტუაცია გვაქვს. ჩვენ დავიდს და მის მრჩეველს დიდი ხნის წინ, ჩვენი აზრით, საკმაოდ კარგი წინადადებით მივმართეთ. მოლაპარაკებებში იყო ჩადებული თარიღი, როცა საბოლოო პასუხს ველოდით. ოქტომბრის ბოლომდე გვსურდა ამ საკითხის გარკვევა. ალაბა ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე თამაშობს და მაქსიმალურად ადრე გვსურდა პასუხი,” - განაცხადა ჰაინერმა.

ბაიერნი დავიდ ალაბას ან ზამთარში გაყიდის, ან ზაფხულში უფასოდ დაკარგავს

ბაიერნის პრეზიდენტი ამბობს, რომ ნოემბერი ისე დაიწყო, ალაბასგან პასუხი ვერ მიიღეს. ჰაინერი: “31 ოქტომბერი ისე გავიდა, არაფერი გვსმენია. ჩვენმა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დავიდის ამბავი მოიკითხა და პასუხად მიიღო, რომ ჩვენი შეთავაზება თურმე არადამაკმაყოფილებელია. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ შეთავაზება მთლიანად ავიღოთ მაგიდიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ დავიდ ალაბას ახალ კონტრაქტს აღარ ვთავაზობთ!”

დავიდ ალაბას ბევრი მსურველი ჰყავს. ბოლო ინფორმაციების თანახმად, ავსტრიელი ფეხბურთელის დამატება ლივერპულს და იუვენტუსს სურთ.

კომენტარები

ბოლო ამბები