Thumbnail
  • 'რაც გინდათ ის ილაპარაკეთ, თქვენი აზრი არ მაინტერესებს'
  • შაკილ ო'ნილმა TOP 5-ში საკუთარი თავიც შეიყვანა

NBA-ს ყოფილმა კალათბურთელმა და დიდების დარბაზის წევრმა შაკილ ო'ნილმა მისი ვერსიით უძლეველი ხუთეული ჩამოწერა და საუკეთესოებში საკუთარი თავიც შეიყვანა.

შაკმა TOP 5-ში ალენ აივერსონი, კობი ბრაიანტი, მაიკლ ჯორდანი და ლებრონ ჯეიმსიც დაასახელა და სოციალურ ქსელში განთავსებულ ფოტოს მინაწერიც დაურთო:

“რაც გინდათ ის ილაპარაკეთ, თქვენი აზრი არ მაინტერესებს. ის კი ვიცი, რომ 7 მატჩისგან შემდგარ სერიაში ამ გუნდის დამმარცხებელი არავინაა”.

შაკილ ო'ნილი 1992 წლის დრაფტის პირველ ნომრად ორლანდო მეჯიქმა აირჩია, 1996 წელს კი ლოს ანჟელეს ლეიკერსში გადაბარგდა, სადაც NBA-ს ჩემპიონი 3-ჯერ გახდა. მას ასევე უთამაშია მაიამიში (2004-2008, 2006 წელს ლიგა კიდევ ერთხელ მოიგო), ფინიქსში (2008-2009), კლივლენდსა (2009-2010) და ბოსტონში (2010-2011). შაკმა “ყველა ვარსკვლავთა მატჩში" 15-ჯერ მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლო ამბები