Thumbnail
  • 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას მიიღებს
  • 15 და 18 ნოემბერს ვაისის გუნდი სომხეთსა და ესტონეთს უმასპინძლებს
  • ვლადიმირ ვაისმა ნოემბრის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა

12 ნოემბერს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია და ფინალისთვის შემადგენლობა უკვე ცნობილია!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფის ფინალური მატჩისთვის მოემზადებიან, ასევე - უეფას ერთა ლიგის ორი შეხვედრისთვის.

საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს, თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, მომავალ წელს, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. მატჩი "დინამო არენაზე" 21:00 სთ-ზე დაიწყება.

უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სომხეთის წინააღმდეგ ითმაშებს, 18 ნოემბერს კი ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთს შორის ჩატარდება. ყველა შეხვედრის მასპინძელი "დინამო არენა" იქნება.

ვლადიმირ ვაისმა ნოემბრის მატჩებში მონაწილეობის მისაღებად ეროვნულ ნაკრებში 29 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტი - როტორის 22 წლის ქართველი შემტევი ბექა მიქელთაძე. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ გუნდში საქართველოს ჩემპიონატიდან სულ 4 ფეხბურთელია გამოძახებული - აქედან სამი დინამო ბათუმიდან (ნავალოვსკი, კობახიძე, ჯიღაური) და ერთიც საბურთალოდან (მეკარე კუპატაძე). გაფართოებულ სიაშია თბილისის ლოკომოტივის მეკარე გიორგი მამარდაშვილი და საბურთალოს მარჯვენა მცველი ნიკა მალი.

უკვე ცნობილია, რომ ტრავმის გამო მომდევნო სამ შეხვედრაში ჩვენ გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები უახლოესი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს თბილისში დაიწყებს.

მიქელთაძე ვაისმა ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახა

ვლადიმირ ვაისმა ეს ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

ცნობილია კიდევ ხუთი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი).

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებმა ამ შემოდგომით ორჯერ უკვე ითამაშეს. ერთა ლიგის C დივიზიონში ჩატარებული ორივე დაპირისპირება ფრედ, ერთნაირი ანგარიშით 1:1 დასრულდა. 

📺 საქართველო V ჩრდილოეთ მაკედონია [მიმოხილვა]

📺 ჩრდილოეთ მაკედონია V საქართველო [მიმოხილვა]

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში თამაშის უფლება უეფას ერთა ლიგის D დივიონზში წარმატებული გამოსვლით მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პლეი ოფის ნახევარფინალში შინ ბელარუსს მოუგო (1:0), ჩრდილოელ მაკედონიამ კი თავის მხრივ კოსოვო დაამარცხა (2:1). 

ცნობილია, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის ფინალურ წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები