Thumbnail

მერსედესმა ფერარის რეკორდი დაამხო! ჰემილტონი წასვლაზე ალაპარაკდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მერსედესის ზედიზედ მე-7 ჩემპიონობა
  • ლუის ჰემილტონი წლის ბოლოს ფორმულადან წასვლაზე საუბრობს

მერსედესის საჯინიბომ, დღეს F1-ის სეზონი ზედიზედ მეშვიდედ მოიგო, რითიც ფერარის მიერ დამყარებული რეკორდი - 6 (1999-2004) გააუმჯობესა. მერსედესი ფორმულას 2010 წელს დაუბრუნდა, თუმცა მანამდე მხოლოდ ორი - 1954 და 1955 სეზონი ჰქონდათ ჩატარებული.

2014 წელს ტურბო-ჰიბრიდული ეპოქის დაწყების შემდეგ, როგორც კონსტრუქტორი მერსედესი დაუმარცხებელია. წარმატებასთან ერთად, კომპანიამ ბრიტანული ბაზები გააძლიერა, რამაც გერმანელების დომინაცია გაამყარა.

"ძალიან ამაყი ვარ ამ გუნდით..." - განაცხადა ლუის ჰემილტონმა. "ფენომენალურია ის რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ და ამით ვამაყობ. ვამაყობ იმ ხალხით, ვისთან ერთადაც ბრიქსვორტში და ბრეკლიში ვმუშაობ, მათ არავინ არ იცნობს, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ხალხი დღე და ღამე მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი სპორტი გააუმჯობესონ."

ლუის ჰემილტონი ჩემპიონობას ზეიმობს

"კოლექტიური სპორტია, მაგრამ ინდივიდუალური წარმატებაც ფასობს, მათთვის მოტანილი თითოეული ქულა ძალიან მახარებს, ამიტომ როდესაც გუნდისთვის იგებ, ორმაგად გიხარია." - დაამატა ბრიტანელმა.

ჰემილტონმა სკანდალური განცხადებაც გააკეთა "არ ვიცი მომავალ წელს აქ ვიქნები თუ არა..." - ბრიტანელს მერსედესთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლოს ეწურება და შესაძლოა ფორმულადან წავიდეს.

ამ ამბავს მერსედესის საჯინიბოს ავსტრიელი გენერალური დირექტორი - ტოტო ვოლფი გამოეხმაურა "თუ ლუისი წავა, რაც არამგონია, რომ მოხდეს... მაშინ ახალი პილოტის მოძებნა მოგვიწევს და მინდა ვთქვა, რომ ბაზარზე ბევრი ნიჭიერი პილოტია." ლუის ჰემილტონი მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით, წელიწადში 40 მილიონ ფუნტს იღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები