Thumbnail

'ზეწოლას ჩემს თავზე ვიღებ' - მილანს ისევ იბრაჰიმოვიჩმა მოაგებინა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

სერია A-ს მე-6 ტურში მილანმა უდინეზეს 2:1 მოუგო და გამარჯვების გოლი მატჩს დასრულებამდე 7 წუთით ადრე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა. შვედმა აკრობატულ ნახტომში შეძლო მეტოქის კარის აღება და ულამაზესი გოლი ჩაიწერა ანგარიშზე.

თამაშის შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ასაკის მიუხედავად თავს ახალგაზრდულად გრძნობს, რადგან ევროპაში ყველაზე ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს. შვედმა სუპერვარსკვლავმა აღნიშნა, რომ წნეხს საკუთარ თავზე იღებს და თანაგუნდელებს საქმე უადვილებს.

ზლატანი ასაკის მიუხედავად ბრწყინვალე ფორმაშია

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ისინი თავს ახალგაზრდად მაგრძნობინებენ. ძალიან კარგი ბიჭები არიან, გამარჯვების წარმოუდგენელი სურვილი აქვთ და არასდროს არიან კმაყოფილები, არც თამაშებზე და არც ვარჯიშებზე. ზეწოლას საკუთარ თავზე ვიღებ და ეს მომწონს, მათ ეს უნდა იგრძნონ. ამაზე მე ვზრუნავ, მათ უბრალოდ უნდა იმუშაონ და საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნონ. რთული მომენტები ყველა გუნდისთვის მოდის, ეს სეზონების ნაწილია. მთავარია ვიმუშაოთ და პოზიტიურად ვიფიქროთ. ყველაფერი კარგად მიდის, ყველა თამაშს ისე ვუდგებით, როგორც - ფინალს. შემდეგ კი გამოჩნდება საით მივდივართ, მაგრამ ინდივიდუალური და გუნდური მიზნები გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ გულშემატკივრებს მალე შეეძლებათ სტადიონზე დაბრუნება, მათთვის ვთამაშობთ და გვინდა, რომ ეს თავგადასავალი ერთად გავიაროთ. როდესაც იანვარში გუნდში მოვედი, 6-თვიანზე უფრო გრძელი კონტრაქტი მსურდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მხოლოდ 6-თვიანი ხელშეკრულება მოვითხოვე. უკმაყოფილო არავინ უნდა ყოფილიყო. სეზონის ბოლოს ვნახოთ როგორ ვიქნები, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებ, პაოლოს (მალდინი) ვეტყვით: "თუ კიდევ ერთწლიან კონტრაქტს არ გამიფორმებთ, აღარ ვითამაშებ".

შეგახსენებთ, რომ მილანი სერია A-ს 6 ტურის თავზე 16 ქულით ლიდერობს, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ბომბარდირთა დავაში 4 მატჩში გატანილი 7 გოლით პირველ ადგილზე იმყოფება.

📺 ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლი უდინეზესთან

კომენტარები

ბოლო ამბები