Thumbnail
  • მოსკოვის ცსკამ კრასნოიარსკის ენისეის 49-ქულიანი სხვაობით მოუგო
  • 29 წლის ქართველმა კალათბურთელმა შედეგიანი მატჩი ჩაატარა

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ VTB-ლიგის მორიგ მატჩში კრასნოიარსკის ენისეი 109:60 გაანადგურა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი კი მოსკოვური კლუბის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 18:10 წუთში 16 ქულა, 2 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

თორნიკეს ეფექტურობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, ცსკა-მ მეტოქეზე 33 ქულით მეტი ჩააგდო და +/- კოეფიციენტში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ქართველი ლეგიონერის კლუბი 5-დან 4 მოგებით მე-4 ადგილზეა, VTB-ლიგაში მომდევნო მატჩს კი 9 ნოემბერს ხიმკის წინააღმდეგ ჩაატარებს. მანამდე, 6 ნოემბერს, ცსკა-ს ევროლიგის ეგიდით, ათენში პანათინაიკოსთან შეხვედრა ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები