Thumbnail

ჭიკაძის მომდევნო მეტოქე ცნობილია - ბრძოლა ლას ვეგასში შედგება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი სპორტსმენი UFC-ს დებიუტანტს 7 ნოემბერს დაუპირისპირდება
  • 32 წლის გიგა ჭიკაძეს გასული 4 შერკინება მოგებული აქვს

32 წლის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე UFC-ში თავის მე-5 ორთაბრძოლას ამერიკელი ჯეიმი სიმონსის წინააღმდეგ ჩაატარებს. როგორც გიგამ სოციალურ ქსელში დაწერა, ორთაბრძოლა 7 ნოემბერს ლას ვეგასში ჩატარდება.

28 წლის სიმონსი ცნობილი მებრძოლი ნამდვილად არ გახლავთ. ის UFC-ში საერთოდაც დებიუტანტია, MMA-ში კი, 6 მოგება და 2 მარცხი აქვს. ჯეიმის, რომლის მეტსახელიც “აფრო სამურაი” გახლავთ, ბოლო შერკინება გასული წლის დეკემბერში აქვს ჩატარებული და ახლა, ზურგს 2 წარმატებული ბრძოლა უმაგრებს.

შეგახსენებთ, რომ ჭიკაძემ UFC-ში მეოთხე შეხვედრა მცირე ხნის წი, 10 ოქტომბერს. დაუმარცხებელ ომარ მორალესთან (ვენესუელა) ჩაატარა. დაპირისპირება აბუ-დაბისთან მდებარე “მებრძოლთა კუნძულზე” გაიმართა, გიგა სამივე რაუნდში დომინანტი იყო და მორალესს, რომელსაც მანამდე 10-დან 10 ბრძოლა ჰქონდა მოგებული, შანსი არ დაუტოვა.

ჭიკაძეს UFC-ში 100%-იანი შედეგი აქვს - 4 ბრძოლა და 4 მოგება, შერეულ ორთაბრძოლებში მისი ჯამური ბალანსი კი 11:2-ზეა.

📺 გიგა ჭიკაძე V ომარ მორალესი

კომენტარები

ბოლო ამბები