Thumbnail

Rugby World Cup | ბორჯღალოსნების ტოპ 10 ლელო მსოფლიო თასზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რაგბის მსოფლიო თასი საქართველოს ნაკრების ტოპ 10 ლელოს აქვეყნებს
  • ათეულში ალექსანდრე თოდუას 2 ლელო მოხვდა

რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალურ გვერდს ახალი რუბრიკა აქვს. ისინი ფეისბუქ გვერდზე ქვეყნების ტოპ 10 ლელოებს აქვეყნებენ. ამჯერად საქართველოს რიგიც მოვიდა.

მსოფლიო რაგბიმ ''ბორჯღალოსანთა'' ლელოების ათეული აირჩია. მათ 2003 წლიდან 2019 წლამდე ქართველების მიერ მსოფლიო თასზე დადებული 10 საუკეთესო ლელო ამოარჩიეს. გთავაზობთ ათეულის სიას და ვიდეოს. აღსანიშნავია, რომ ათეულში ალექსანდრე თოდუას 2 ლელო მოხვდა, რომლებიც მან 2019 წლის მსოფლიო თასზე დადო.

10. დავით დადუნაშვილი V სამხრეთ აფრიკა | 2003 წელი

9. გიორგი შკინინი V ირლანდია | 2007 წელი

8. მამუკა გორგოძე V რუმინეთი | 2011 წელი

7. ლაშა ხმალაძე V არგენტინა | 2011 წელი

6. გიორგი თხილაიშვილი V ტონგა | 2015 წელი

5. ბექა წიკლაური V ახალი ზელანდია | 2015 წელი

4. მამუკა გორგოძე V ნამიბია | 2015 წელი

3. შალვა მამუკაშვილი V უელსი | 2019 წელი

2. ალექსანდრე თოდუა V ურუგვაი | 2019 წელი

1. ალექსანდრე თოდუა V ავსტრალია | 2019 წელი

კომენტარები

ბოლო ამბები