Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზში გერმანელი მეტოქით იწყებს
  • პანდემიის გამო, ტუტნირი მაყურებლისთვის დაიხურა

პარიზის ATP-ის მასტერსზე გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა - ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში გერმანელ იან-ლენარ შტრუფს დაუპირისპირდება.

ამ ორთაბრძოლის გამარჯვებული კარენო ბუსტასა და უგო გასტონის შეხვედრის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შარშან ბასილაშვილმა სამ სეტში დაამარცხა შტრუფი მონრეალის მასტერზე, თუმცა წლეულს დუბაიში გერმანელ შური იძია და ორ სეტში მოუგო ნიკას. 

პარიზის მასტერსის საკვალიფიკაციო ბრძოლები უკვე მიმდინარეობს, 8 ნოემბერს ფინალი გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო, ტურნირი  ATP-მ გულშემატკივრებისთვის დახურა. 

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ცუდი სერია აქვს - ზედიზედ 9 მატჩი ისე დათმო, სეტიც კი არ მოუგია. ის რეიტინგში 36-ე პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები