Thumbnail
  • 📅 1 ნოემბერი | ⌚ 20:30 | ⚽ მანჩესტერ იუნაიტედი V არსენალი
  • იუნაიტედი ოლე გუნერ სულშერის ხელმძღვანელობით მე-100 მატჩს ატარებს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურში ოლე გუნარს სულშერის მანჩესტერ იუნაიტედი მიკელ არტეტას არსენალს მასპინძლობს. მართალია, ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ მაინც ძალზე უცნაურია, რომ ორივე გუნდი ცხრილის ქვედა ნახევარშია - არსენალი 9 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო იუნატედი 7 ქულით მე-15-ზეა.

ალექს ტელესს კორონავირუსი ჯერ არ მოურჩენია, ის ზედიზედ მესამე მატჩს გამოტოვებს. სამაგიეროდ, ანტონი მარსიალს დაუსრულდა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ის პრემიერლიგას უბრუნდება. 

ბრუნო ფერნანდეში, სკოტ მაკინეი და მარკუს რაშფორდი ლაიპციგთან მატჩში სასტარტოში არ იყვნენ, მიუხედავად ამისა, რაშფორდმა იუნაიტედში კარიერაში პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა. ეს სამეული, დიდი ალბათობით, დაუბრუნდება სასტარტო შემადგენლობას. მასპინძლებს ტრავმების გამო ბაილი და ლინგრარდი დააკლდებათ.

სულშერმა 99-დან 55 მატჩი მოიგო

სულშერი იუნაიტედის ბოსის რანგში მე-100 მატჩს ატარებს. ნორვეგიელმა 99-დან 55 მატჩი მოიგო და 21 ფრედ დაასრულა. სხვათა შორის ეს შედეგი სჯობს სერ ალექს ფერგიუსონის პირველ 100 თამაშს, თუმცა ბევრად ჩამორჩება ჟოზე მოურინიოს შედეგს (62% მოგებები, მე-2 შედეგი კლუბის ისტორიაში). 

სტუმართა საკადრო პრობლემები სერიოზულია - არტეტამ უკვე განაცხადა, რომ დავიდ ლუისის თამაში ძალზე საეჭვოა. ლონდონელებს დაცვაში ისე უჭირთ, შესაძლოა, შკოდრან მუსტაფის მოუწიოს თამაში. ვერ ითამაშებენ ჩემბერსი, მარტინელი, მორი და ჰოლდინგი. სამაგიეროდ, ვილიანი და დანი სებალიოსი გამოჯანმრთელდნენ. შესაძლოა, ვილიანმა შემადგენლობიდან მაინც ვერ "ამოაგდეს" ნიკოლა პეპე. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ოლე გუნარ სულშერის მე-100 მატჩი იუნაიტედის თავკაცის პოსტზე

⚽ მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგის ბოლო 19 ტურიდან 17-ში არ წააგო.

⚽ ამ ორი გუნდის ბოლო სამ დაპირისპირებაში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

⚽ მანჩესტერ იუნაიტედმა შინ არსენალთან ბოლო 6 საშინაო მატჩი არ წააგო.

⚽ 1972/73 წლების სეზონის შემდეგ პირველად მანჩესტერ იუნაიტედმა პირველი სამი საშინაო თამაშიდან ვერცერთი მოიგო. 

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-1-2): დე ხეა - ვან-ბისაკა, ლინდელიოფი, მაგუაირი, შოუ - ფრედი, მაკტომინეი, პოგბა - გრინვუდი, რაშფორდი

არსენალი (4-3-3): ლენო - ბელერინი, მუსტაფი, მაგალიაიში, ტიერნი - სებალიოსი, თომასი, ჯაკა - ვილიანი, ლაკაზეტი, ობამეიანგი

კომენტარები

ბოლო ამბები