Thumbnail

ზიდანის ბედს ეს სამი მატჩი გადაწყვეტს - რეალს კანდიდატები ჰყავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სამეფო კლუბში სეზონის სტარტზე ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილონი არიან
  • ფრანგი სპეციალისტისთვის გადამწყვეტი შესაძლოა ინტერთან მატჩი აღმოჩნდეს
  • მედიაში ზიდანის სავარაუდო შემცვლელებსაც ასახელებენ

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის ბედი გაურკვეველია. მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ახალ სეზონში გუნდის სტარტით, მიუხედავად სტუმრად ბარსელონასთან "ელ კლასიკოში" მოპოვებული გამარჯვებისა (3:1).

ესპანური მედიის ცნობით, 48 წლის ფრანგი სპეციალისტის ბედი უახლოეს სამ შეხვედრაში უნდა გადაწყდეს, რომლესაც მადრიდის რეალი ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ჩაატარებს. 31 ოქტომბერს ზიდანის გუნდი ჩემპიონატში უესკას მასპინძლობს, 4 ნოემბერს - მილანის ინტერს, ხოლო 9 ნოემბერს სტუმრად ვალენსიას დაუპირისპირდება. 

ამ სამი მატჩიდან გამორჩეული, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაა - თუკი რეალი, რომელიც B ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილზეა, მილანელებთანაც დამარცხდება, ტურნირის პლეი ოფში გასვლის საკითხს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. 

უკვე საუბრობენ ზინედინ ზიდანის სავარაუდო შემცვლელებზეც. ერთ-ერთი მათგანი გუნდის ყოფილი ნახევარმცველი გუტია, რომლის ბოლო სამუშაო ადგილი ალმერია იყო. გუტის გუნდმა სეგუნდაში მე-4 ადგილი დაიკავა. მადრიდელები ასევე განიხილავენ კლუბის სხვა ლეგენდების, ხაბი ალონსოსა და რაულის კანდიდატურებსაც.

კლასიკოს მოგების მიუხედავად, რეალი ძალიან არასტაბილურია

ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო კარიერა მხოლოდ მადრიდის რეალთან არის დაკავშირებული. 2013 წელს ის გუნდის მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ასისტენტად დაინიშნა, რის შემდეგაც კლუბის მეორე გუნდს წვრთნიდა. ფრანგმა სპეციალისტმა რეალის მთავარი გუნდი 2016 წელს ჩაიბარა, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო. ზიზუმ რეალი 2018 დატოვა, მაგრამ 2019-ში ისევ დაბრუნდა.

მადრიდის რეალს ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები