Thumbnail

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ბარსელონას პრეზიდენტობის ფავორიტი კანდიდატის, ვიქტორ ფონტის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც იცით, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ კატალონიური გრანდის პრეზიდენტობის შემთხვევაში, კლუბში ლეგენდებს დააბრუნებს და მათ შორის პეპსაც.

“აქ წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ. მიხარია მანჩესტერში ყოფნა და იმედი მაქვს, რომ ამ სეზონში კარგი შედეგების დაფიქსირებას შევძლებთ, მე კი აქ დიდხანს დავრჩები,” - აღნიშნა გვარდიოლამ პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ხოსეპ მარია ბარტომეუს გადადგომის შემდეგ, ბარსელონას პრეზიდენტის თანამდებობაზე ვიქტორ ფონტი ფავორიტია. იგი ბარსას ფანებს ჰპირდება, რომ კლუბში გვარდიოლასთან ერთად, ჩავის, ანდრეს ინიესტას და კარლეს პუიოლსაც დააბრუნებს.

ხოსეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტის მთავარ მწვრთნელად 2016 წელს, მიუნხენის ბაიერნში გატარებული სამი წლის შემდეგ დაინიშნა. პეპი ბარსაში 17 წლიდან თამაშობდა, 2008-დან 2012 წლამდე კი კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელი იყო და სხვა ტიტულებთან ერთად, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო (2009, 2011).

კომენტარები

ბოლო ამბები