Thumbnail
  • ჰოლანდია 2:1 არგენტინა
  • 1998 წლის, 4 ივლისი საფრანგეთის მუნდიალზე

მუნდიალების წინ საფეხბურთო ტემპერატურა იმატებს, განწყობა იცვლება, ხალხის ხასიათი ფავორიტი გუნდის შედეგზე დამოკიდებული ხდება - დენის ბერგკამპმაც ბევრის ხასიათი შეცვალა, 25 წლის წინ, ველოდრომზე, მარსელში.

ბერგკამპს კარიერაში უამრავი ლამაზი გოლი გაუტანია, მაგრამ კარლოს როას კარში გატანილი გოლი, თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე მასებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გახდა.

არგენტინელთა უკან დახევა, 1:1-ზე არიელ ორტეგას გაძევებით დაიწყო - რივერ პლეიტის ლეგენდამ ედვინ ვან დერ სარს თავი ჩაარტყა და თანაგუნდელები დააღალატა. მანამდე, 76-ე წუთზე ფლანდრიელთა მარჯვენა მცველი - არტურ ნიუმანი გააძევეს.

დარტყმის მომენტი

ჰოლანდიელთა მორიგი შეტევის დროს, სამხრეთ ამერიკელები ათივე კაცით საკუთარ ნახევარზე იდგნენ, ნარინჯისფერების კაპიტანმა - ფრანკ დე ბურმა მეტოქის ნახევრის 'გაჭრა' ერთი პასით მოინდომა და გამოუვიდა კიდეც. 

ბერგკამპს ფრენის ეშინოდა, მაგრამ მფრინავი ბურთების არა - დე ბურის გრძელი გადაცემა კარგად მიიღო, შემდეგ ეფექტური მოძრაობით რობერტო აიალა ჩამოიშორა და ბურთი ლამაზი დარტყმით კარლოს როას კარში გადაგზავნა.

აიალას გაოცებული სახის და მუხლებზე დაცემული კარლოს როას მომენტიდან 3 წუთში თამაში დასრულდა. გუს ჰიდინკის გუნდმა ნახევარფინალიც მაგრად ითამაშა, მაგრამ ბრაზილიასთან პენალტებში დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები