Thumbnail

'კარგია, რომ ასეთი რაღაცები ხდება' - ზიდანი ბენზემას სკანდალურ ვიდეოზე

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ქარიმ ბენზემასა და ვინისიუს ჟუნიორთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტი თავისი თანამამემულის ქმედებაში მიუღებელს ვერაფერს ხედავს. 

შეგახსენებთ, რომ ქარიმ ბენზემამ, დორტმუნდის ბორუსიასთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩის (2:2) შესვენებაზე, ფერლან მენდის სთხოვა, პასი აღარ მიეცა ვინისიუს ჟუნიორისთვის. "ძმაო, აღარ მისცე ამას პასი. ჩვენს წინააღმდეგ თამაშობს", - უთხრა ფრანგმა თანამემამულეს ტრიბუნის ქვემოთ სივრცეში და ეს დიალოგი კამერამ დააფიქსირა. 

ბენზემას და მენდის დიალოგი

"მთავარია, რომ ყველაფერი მოგვარდა და ფეხბურთელები ერთმანეთს ელაპარაკებიან. მოედანზე ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ყველაფერი იქ რჩება. ჩვენ გუნდი ვართ და ენერგია სხვა რაღაცებისთვის გვჭირდება. კარგია, რომ მსგავსი რაღაც ხდება. ეს ნიშნავს, რომ ცოცხლები ვართ. დაილაპარაკეს და ყველაფერი მორჩა.

არ ვფიქრობ, რომ ეს ბენზემას იმიჯს დააზიანებს, რადგან მსგავსი რამ ყოველთვის ხდებოდა და მოედანზევე რჩებოდა. დღეს კამერაა ბევრი, ასეთი რაღაცები კი ყოველთვის ხდებოდა.

არ არის პრობლემა. მთავარია, ჩვენი ენერგია ხვალინდელ თამაშზე იყოს კონცენტრირებული, სხვა დანარჩენი კი გავარკვიეთ. მოედანზე ემოციების ფონზე ბევრ რამეს ამბობენ", - აქვეყნებს ზიდანის ნათქვამს ესპანური მედია. 

ბენზემასა და ვინისიუსს შორის ურთიერთობა ყოველთვის დაძაბული არ იყო 

მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში 2 ტურის შემდეგ მხოლოდ ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 3 ნოემბერს, შინ მილანის ინტერთან ჩაატარებს. მანამდე, 31 ოქტომბერს, ზინედინ ზიდანის გუნდს ლა ლიგაში მომდევნო შეხვედრა შინ უესკასთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები