Thumbnail

პირველად ევროპალიგის ისტორიაში - დანდალკის რეკორდს ვერასდროს გააუმჯობესებენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არსენალი 3:0 დანდალკი
  • ლონდონში გამართულ არსენალი-დანდალკის მატჩი უნიკალური ფაქტი მოხდა
  • ირლანდიის ჩემპიონებმა არსენალის წინააღმდეგ წესები არცერთელ დაარღვიეს

ევროპალიგაში რეკორდი დამყარდა. უნიკალური მიღწევით ირლანდიური დანდალკის ფეხბურთელები გამოირჩნენ, რომლებმაც ტურნირის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრა სტუმრად ლონდონის არსენალთან ჩაატარეს.

შეხვედრა “მეთოფეების” გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა, ირლანდიური გუნდის ფეხბურთელებმა კი თამაშის წესები მთელი მატჩის განმავლობაში არცერთხელაც არ  დაარღვიეს. 

მსგავსი რამ პირველად მოხდა ევროპის რანგით მეორე საფეხბურთო ტურნირში 2009/10 წლების სეზონის შემდეგ, ანუ იმ დროიდან, რაც მას "ევროპალიგა" ეწოდა. რაც შეეხება დანდალკის მიერ დამყარებულ რეკორდს, თეორიულად, ირლანდიელების მიღწევის გამეორება შესაძლებელი იქნება, მაგრამ გაუმჯობესება - აღარ. 
 
აღსანიშნავია, რომ ლონდონის არსენალის ფეხბურთელებმა, რომლებმაც მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, თამაშის მიმდინარეობისას წესები 20-ჯერ დაარღვიეს, მატჩის არბიტრს ფილიპ გლოვას კი "ყვითელი ბარათი" არცერთხელ გამოუყენებია.

ევროპალიგის B ჯგუფში გასული 2 ტურის შემდეგ, დანდალკსა და ვენის რაპიდს ქულაც არ აქვთ, ჯგუფს კი 6-6 ქულით ლონდონის არსენალი და მიოლდე ლიდერობენ. მომდევნო ტურში არსენალი შინ მიოლდეს მიიღებს, დანდალკი კი რაპიტს ესტუმრება. ორივე შეხვედრა 5 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები