Thumbnail

'ეს ფეხბურთს მოკლავს' - ჩეფერინი ახალი ტურნირის წინააღმდეგია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 'საკითხი იტალიელების მოგონილია და სერიოზულ განხილვას არ საჭიროებს'
  • უეფას პრეზიდენტის აზრით, ე.წ. სუპერლიგა ძალიან მოსაწყენი პროექტი იქნება

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი ახალი საფეხბურთო ტურნირის, ე.წ. სუპერლიგის შექმნის კატეგორიული წინააღმდეგია. ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყების ხელმძღვანელი მას მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენ პროექტს უწოდებს, რომელიც მისი აზრით, ფეხბურთს მოკლავს.

ალეკსანდერ ჩეფერინი: "ვფიქრობ, რომ ეს იტალიური მედიის მოგონილია. ეს ჩვენი წინადადება ნამდვილად არ არის. ეს იქნებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი პროექტი. ამაზე საუბრობს ორი-სამი კლუბი, რომლებიც ფიქრობენ, რომ სხვებზე მეტად იმსახურებენ გამარჯვებას, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ეს საკითხი სერიოზულ განხილვას არ საჭიროებს, ეს გადაწყვეტილება ფეხბურთს მოკლავს".

აღსანიშნავია, თავდაპირველად ახალი ტურნირის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი იუვენტუსის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი იყო, რომელიც სუპერლიგაში გრანდების მიწვევას უჭერდა მხარს. ბოლო პერიოდში კი წინა პლანზე ევროპის პრემიერლიგის ჩატარების იდეამ წამოიწია, რომელსაც ბრიტანული მედიის ცნობით, ლივერპული და მანჩესტერი ლობირებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები